ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა რეკორდულ მასშტაბებს აღწევს
2016-11-24
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა რეკორდულ მასშტაბებს აღწევს
2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტში 6,4 მილიარდი დოლარის რეკლამა გაყიდეს, რაც ინტერნეტის მთელ ისტორიაში კვარტალური რეკორდია. ინტერაქტიური რეკლამის ბიურის პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტში 17%-ით გაიზარდა.
 
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ინტერნეტ-რეკლამაზე, რადგან მისი დახმარებით უფრო მარტივია მომხმარებელთან კონტაქტის მიღება. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ბევრი კლიენტი ტრადიციული მედიიდან ინტერნეტში მიდის.
წინასწარი მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის დასაწყისში Outline Incorporated-ის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს, აშშ-ში ინტერნეტ-რეკლამაზე გაღებული ხარჯები რეკლამის ბეჭდურ სახეობებს გაუსწრებს. გასულ წელს კი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში მივიდნენ დასკვნამდე, რომ აშშ-ში ინტერაქტიური რეკლამა 300 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მშპ-ის 2,1%-ს შეადგენს.
სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...