Fitch-მა ქართულ ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა
2016-11-24
Fitch-მა ქართულ ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუზარდა

რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების გაუმჯობესებას?

რადიო "კომერსანტი," FM 95,5

სამი ქართული ბანკის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა. გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს რეიტინგის ზრდის პარალელურად “ვითიბი ბანკ ჯორჯიას”, “პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და “ლიბერთი ბანკის” რეიტინგებს გადახედა. შედეგად პირველ ორს “BB მინუსი” დაუმტკიცდა, პროგნოზი „სტაბილური“ კი „პოზიტიურით“ შეიცვალა. “ლიბერთის” შემთხვევაში გრძელვადიანი რეიტინგი “B” - ს დონეზე დამტკიცდა პროგნოზით „სტაბილური“. Fitch-ის დასკვნაში მითითებული, რომ “ვითიბისა” და “პროკრედიტის” რეიტინგების ზრდა კავშირშია თავად ამ ბანკების აქციონერების მხრიდან საჭიროების შემთხვევაში შესაძლო მხარდაჭერასთან.

რეიტინგის გაზრდას ელოდებიან “თიბისი ბანკშიც“. მათი თქმით, ქვეყნის და ბანკებისთვის რეიტინგის მინიჭება პარალელურ რეჟიმში ხდება, რადგან კომერციული ბანკების რეიტინგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყანაზე. „თიბისის“ განცხადებით, ბანკის 2010 წლის შედეგები მნიშვნელოვანი საფუძველია იმისა, რომ „თიბისის“ რეიტინგი გაიზრდება. “საქართველოს ბანკში” ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რეიტინგების ზრდას ელოდება “ბაზისბანკიც”. მათივე თქმით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგისა და კონკრეტულად „ბაზისბანკის“ მდგომარეობის გაუმჯობესების გამო არსებობს საფუძველი, რომ ბანკს Fitch-ის მხრიდან რეიტინგი კიდევ უფრო გაუუმჯობესდება.

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...