9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც უშვებენ მშობლები
2016-11-28
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც უშვებენ მშობლები

     ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში ყველაზე რთული ფინანსური პროექტია. იმისათვის რომ, ბავშვს ყველაფერი მხოლოდ საუკეთესო ჰქონდეს, ადამიანები მზად არიან ჩაიდინონ უამრავი გაუაზრებელი საქციელი. წარმოგიდგენთ 9 ყველაზე ხშირად დაშვებულ ფინანსურ შეცდომას.

 

     დასაწყისიდანვე ავღნიშნოთ, რომ ბავშვები არ არიან დამნაშავე ქვემოთ ჩამოთვლილ პრობლემებში. მსგავსი ხარჯები უფროსებს აქვთ და როგორც წესი, მხოლოდ კარგის განზრახვების სახელით. ყოველთვის გახსოვდეთ: ბავშვი - ეს უფრო რთულია, ვიდრე საკუთარი ბიზნესი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფინანსური მიზანი და იქნება თუ არა ის ბედნიერი მეტწილად დამოკიდებულია თქვენს მიდგომაზე ბავშვის დაბადებიდან - მის პირველ შემოსავლამდე.

 

მაშ ასე, რა შეცდომებზეა საუბარი?

 

1. "ღმერთი მოგვცემს ბავშვებს, ღმერთი მოგვცემს ბავშვებისათვის"

     ეს ფრაზა არის ჩვენს სიაში ყველაზე უპასუხისმგებლო, რომელიც შესაძლებელია წარმოთქვას ზრდასრულმა ადამიანმა. თუ გსურთ გყავდეთ ბავშვი თქვენ უნდა იფიქროთ, რომ მოგიწევთ გადაიხადოთ ორსულობის, მშობიარობის, ყოველდღიური ხარჯები და უმაღლესი განათლება. ბავშვი - ეს დაგეგმილი ღონისძიებაა, რომლისთვისაც უნდა მოემზადოთ როგორც მორალურად, ასევე ფინანსურადაც. ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენ აუცილებლად უნდა გქონდეთ სარეზერვო კაპიტალი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც.

2. "ქმარი შეგვინახავს"

     დეკრეტულ პერიოდში როგორც წესი ქალი არ მუშაობს. შემდეგ ის ან ტოვებს თავის საქმეს და ხდება დიასახლისი, ან მისი შემოსავალი საგრძნობლად მცირდება მეუღლესთან შედარებით. ხშირად მომავალ დედებს დიდად არ აწუხებთ ფინანსები, რადგან ფიქრობენ რომ მათ ოჯახს ქმარი შეინახავს. 

3. "მოვუწყოთ შვილს ბედნიერი ბავშვობა"

     მშობლების უმეტესობა ყოველთვიურად ხარჯავს ასობით ლარს სათამაშოებში, რომლითაც ბავშვს რამოდენიმე თვის შედეგ აღარ თამაშობს. ერთი შე3ხედვით ჩანს, რომ თანდაც 200 ლარი თვეში დიდი თანხა არაა, მაგრამ ეს 2400 ლარია წლის განმავლობაში და სკოლაში მისვლამდე კი 14 400 ლარი. ამით ჩვენს არ ვამბობთ ბავშვს სათამაშოები,ტექნიკა და ტანსაცმელი არ უნდა ვუყიდოთ, უბრალოდ ამ ხარჯების გონივრულად შემცირებისაკენ მოგიწოდებთ.

4. "ჯერ ძალიან ადრეა მასთან ფულზე ლაპარაკი"

     თავიდან მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვი ძალიან პატარაა ფინანსურ საკითხების გასააზრებლად და შემდეგ უკვირთ როდესაც მათ შვილი ვერ იგებს ფრაზას "ჩვენ არ გვაქვს ფული, ამის შესაძენად". მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი აქტიურად იყოს გარკვეული და ჩართული ოჯახის ფინანსურ საკითხებში. ამ დროს მას გამოუმუშავდება უნარჩვევები ფინანსების კუთხით.

5. "რაც უფრო მეტი წრე, მით უკეთესი"

     ყველა ვიცნობთ მშობლებს, რომლებიც ფაქტიურად აიძულებენ ბავშვებს იარონ სხვადასხვა რეპეტიტორებთან, სექციებსა და კლუბებში, რაზეც ხარჯი იმდენად მაღალია რომ უმაღლესი განათლების მისაღებად ფულის შეგროვებას ვერ ახერხებენ შემდეგ წელს. ბოლოს მაგისტრატურისათვის ფული უკვე საერთოდ აღარ აქვთ.

6. "ჩვენ ყველაფერი კარგად გვექნება"

     მინიმუმ 15 წლამდე ბავშვი დამოკიდებულია მშობლებზე. თუ ის კარგავს ერთს, ან ორივეს, ამან შესაძლოა ხაზი გადაუსვას მის მომავალს ფინანსური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი რომ მშობლებს ჰქონდეთ სიცოცხლის დაზღვევის პროგრამა. გვახსოვდეს, უბედური შემთხვევისაგან დაზღვეული არავინაა...

7. "ბავშვი არასოდეს გახდება ავად"

     სარკისებური შეცდომა: მშობლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ბავშვი არასოდეს დაავადდება ისეთი დაავადებით, რომლსაც მკურნალობისათვის დიდ რესურსს მოითხოვს. აქაც ანალოგიურად რეკომენდირებულია ჯანმრთელობის დაზღვევა.

8. "არ არსებობს მეურვეობის კანდიდატი"

     ისევ და ისევ, მშობელი ფიქრობს რომ არაფერი ცუდი არ მოხდება. ოჯახს ყოველთვის უნდა ჰყავდეს შერჩეული პოტენციური მეურვე ბავშვისათვის (ანუ მშობლების მიერ წინასწარ შერჩეული ბდობით აღჭურვილი პირი). თუ ბავშვს აქვს საკუთარი ფინანსური სტაბულურობა მომავალში (ანაბრის სახით) მეურვის პოვნა რთული არაა.

9. "გავზრდი ბავშვს და ის უზრუნველყოფს ჩემს სიბერეს"

     მე ვიცი ბევრი მშობელი, რომლებმაც ჩადეს ბავშვში ყველაფერი რაც ჰქონდათ, მაქსიმუმი რაც შეეძლოთ და კიდევ უფრო მეტი: ფასიანი განათლება, უყიდეს ბინა და მანქანა, გადაუხადეს ქორწილი, და ა.შ. ისინი საბოლოოდ საპენსიო დანაზოგების გარეშე დარჩნენ. თქვენ ფიქრობთ რომ ბავშვი შეგინახავთ მომავალში? პირველ რიგში, არ არსებობს ამის გარანტია რომ ის იმდენ ფულს იშოვის რომ საკუთარ თავს და თქვენ შეგინახავთ. მეორე, გარკვეული დროის შემდეგ მას საკუთარი ოჯახი ეყოლება და ფულის ძირითადი რესურსის დახარჯვა იქ მოუწევს. თქვენ კი დაგრჩებათ ის, რა თავისუფალი სახსრებიც დარჩება მას ყოველთვიური ხელფასიდან.

     თქვენ იფიქრებთ: მე კარგად გავზარდე შვილი და ის ჩემზე არ ფიქრობს! მაგრამ ბავშვი - ეს არ არის ბიზნესი, ესაა უბრალოდ რენტაბელური დამატებითი აქტივი. უბრალოდ ბავშვის გაზრდის პარალელურად თქვენ შეავსეთ საპენსიო პორტფელი, რადგან  მომავალში არ იყოთ დამოკიდებული მასზე და ამ შემთხვევაში ორივე კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით!

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...