ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს კრედიტით სარგებლობა
2016-12-01
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს კრედიტით სარგებლობა

1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სმარტფონი

     სანამ გადაწყვეტთ ყოველდღიური საჭიროებები კრედიტით მოაგვაროთ, გახსოვდეთ რამოდენიმე მარტივი წესი: ნებისმიერი მსგავსი მოქმედება შეიძლება ფინანსური პრობლემის სახით დაგიბრუნდეთ მომავალში. საკრედიტო ბარათისა და ონლაინ სესხების გამოყენება ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების შესაძენად უბრალოდ ფინანსური სისულელეა. გახსოვდეთ, რომ ამ თანხის დაბრუნება მოგიწევთ თანაც პროცენტით და ეს ნივთის ღირებულებასა და საჭიროებას აღემატება.

     გამონაკლისის სახით შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ უფროცენტო განვადება, რომელიც საშუალებას გვაძლევს საქონლის ღირებულება გადავიხადოთ რამოდენიმე ტრანშად გარკვეული დროის განმავლობაში. ამ შემთხვავაში რისკი მხოლოდ ნივთის არსებული ფასია. მაგალითად, ზოგიერთი ტექნიკის მაღაზიაში მოქმედებს უპროცენტო განვადება, მაგრამ პროცენტი გათვალისწინებულია ნივთის ფასში.

2. შვებულება

     შვებულება გრძელდება დაახლოვებით ორი კვირის განმავლობაში, თქვენ კი სესხი უნდა გადაიხადოთ რამდენიმე თვის განმავლობაში. გადავიხადთს იმისთვის, რასაც არ შეგვიძლია შევეხოთ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული პროცესია. გარდა ამისა დასვენება ყოველთვის დაკავშირებულია სხვა დამატებით ხარჯებთან: ტანსაცმელი, სუვენირები და ა.შ. ამ პერიოდში ხარჯების კონტროლი შესუსტებულია და არის შესაძლებლობა რომ დახარჯოთ მთელი ფული რაც გაქვთ.

     ასეთი სახის სესხით ძირითადად სარგებლობენ ადამიანები, რომელთაც არ აქვთ უნარი თანხის შეგროვების და ხელფასს დარიცხვიდან პირველივე კვირაში ხარჯავენ. დამატებითი გადასახადი სესხის სახით კი მათ ბიუჯეტს საერთოდ გაანადგურებს.

3. რემონტი

     აქ მოქმედებს იგივე პრინციპი როგორც შვებულების შემთხვევაში. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ფულის შეგროვება რემონტისათვის, ეს ნიშნავს რომ სავარაუდოდ სესხის გადახდის დროს ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდებითა. გამონაკლისის სახით შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ მშენებარე სახლი, რადგანაც ამ შემთხვევაში თქვენ მაინც გექნებათ ხარჯი დროებით საცხოვრებელში. ჩვენს დროში ბანკები სთავაზობენ მომხმარებლებს დიდი თანხის იპოთეკურ, სამომხმარებლო სესხებსა და დაკრედიტო ბარათებს. თუ თქვენ მაინც აიღებთ მსგავსი ტიპის სესხს, გირჩევთ იყიდოთ უკვე დამთავრებული ბინა. 

4. ქორწილი

     ქორწილი - ეს განსაკუთრებული მოვლენაა ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ამიტომ მის გამო სესხის აღება საშინელ იდეას არ ჰგავს. მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია გამართლებული. მაგალითად, თუ მომავალი მეუღლეები ოდნავ გადაცდნენ წინასწარ დაგეგმილ ბიუჯეტს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სამომხმარებლო სესხს აქვს მინიმალური ზღვარი, ბანკი დაინტერესებული არაა მიკრო სესხებით. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათები, მაგრამ გახსოვდეთ რომ პირობების დარჩვევის შემთხვევაში მათი პროცენტი საგრძნობლად დიდია სამომხმარებლო სესხთან შედარებით.

5. სამედიცინო მომსახურება

     სამედიცინო ხარჯებს დასაფარად აქვთ საკუთარი ინსტრუმენტი - ჯანმრთელობის დაზღვევა (გარდა სავალდებულო დაზღვევისა). თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ შეიძინოთ სადაზღვეო პაკეტი, რომელიც გაცილებით ნაკლები იაფია ვიდრე სესხი და მასზე დარიცხული პროცენტი.

დასკვნა:

- არ ღირს ნივთის ყიდვა მხოლოდ იმის გამო, რომ მაღაზიაში უპროცენტო განვადებაა.

- თუ ადამიანი დიდი ხარჯებისათვის ყოველთვიურად თანხის გადადებას ვერ ახერხებს, მას სესხის გადახდაც გაუჭირდება ფინანსური დისციპლინის არქონის გამო.

- ზოგადად როდესაც საქმე სესხს ეხება, გახსოვდეთ: დღეს გაფლანგული - ხვალ დაკარგულია....

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...
Fitch-მა ქართულ ბანკებს...
Fitch-მა ქართულ ბანკებს... რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების...