როგორ შევამციროთ იპოთეკური სესხი
2016-12-05
როგორ შევამციროთ იპოთეკური სესხი

საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ,რომ იპოთეკური სესხის მოცულობა ჩვენს ქვეყნაში ყოველთვიურად დაჩქარებული ტემპით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ბანკები და დეველოპერები თავად არიან დაინტერესებულები კლიენტებისათვის მსგავსი ტიპის საბანკო მომსახურების მაქსიმალურ ვადაზე გახანგრძლივებით. ბანკისათვის ეს მომგებიანი პოზიციაა, რადგან მისთვის ეს სტაბილური შემოსავლის მქონე გრძელვადიანი აქტივია. მას შემდეგ რაც გავაფორმეთ ახალი იპოთეკური სესხი, თქვენ გრჩებათ ხანგრძლივი ვალდებულება ბანკის წინაშე, სანაცვლოდ კი მიიღებთ ბინას. ერთი შეხედვით საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდა, მაგრამ დრო იცვლება და შესაბამისად იცვლება ხარჯების პრიორიტეტები და ოჯახის წევრების შემოსავლები. ხანგრძლივი სესხის დროს ყველა მსესხებლის გონებაში ჩნდება რეზონანსული შეკითხვა: როგორ შევამციროთ სესხის გადასახადი? მაგალითად, თქვენ მიიღეთ კრედიტი 3-4 წლის წინ წლიურ 18%-ად, დღეს კი ბანკები გასცმენ სესხებს 10-12 პროცენტად. ან შესაძლოა თქვენ გინდათ შეცვალოთ შენატანის თანხა ან საერთოდ შეცვალოთ ვალუტა. ასეთ სიტუაციაში რეკომენდირებულია სესხის რეფინანსირება. იპოთეკური სესხის რეფინანსირება გულისხმობს ახალი სესხის აღება სხვა ბანკში, იმისათვის რომ გადაფაროთ არსებული სესხი თქვენთვის უკეთესი პირობებითა და საპროცენტო განაკვეთით. დღევანდელ კონკურენტულ გარემოში მომხმარებელს დიდი არჩევანის საშუალება აქვს, განსაკუთერებით რეფინანსირების შემთხვევაში. კონკურენტი ბანკიდან მომხმარებლის გადაყვანა საკუთარ სერვისზე ნებისმიერი ბანკისასთვის სასურველია როგორც ფინანსური კუთხით, ასევე რეპუტაციის გამოც. რეფინანსირების ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ახალი ბანკი სრულად იღებს პასუხისმგებლობას თქვენი სესხებზე, ეს კი იპოთეკით აღებულ ბინას გაძლევთ უკვე თქვენს საკუთრებაში და ახლა ის დაგრჩენიათ რომ მოილაპარაკოთ ახალ ბანკთან ახალ პირობებზე...

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...