კრედიტი - ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თუ უკიდურესი აუცილებლობა
2016-12-18
კრედიტი - ფსიქოლოგიური დამოკიდებულება თუ უკიდურესი აუცილებლობა

     თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონია შეხება რაიმე ტიპის სესხთან. სესხის საშუალებით ადამიანს შეუძლია დაუყოვნებლივ შეიძინოს რაიმე პროდუქტი ან მიიღოს რაიმე მომსახურება. ეს იდეალური საშუალებაა იმისათვის რომ შეიქმნას სიმდიდრის ილუზია და თითქოს ხარჯებისაგან თავის არიდებასაც ჰგავს. მაგრამ რეალურად პირველი სესხის დაფარვის შემდეგ ადამიანი იღებს მეორე სესხს, შემდეგ მესამეს და ასე დაუსრულებლად.... შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ნორმა ხდება.

     ეჭვგარეშეა, რომ ამ მდგომარეობის მიზეზია პროდუქტის მუდმივი რეკლამა, და კრედიტის მიღების უპირობო შესაძლებლობა. ამის გამო ჩვენს თაობაში  ვლინდება ინფანტილური დამოკიდებულება, როდესაც შეგიძლია მიიღო რაღაც, ზედმეტი ძალისხმევისა და დაგროვების გარეშე. თანამედროვე ადამინისათვის რთული ამოცანაა, რომ საკუთარი თავის წინ დააყენო რაღაც მიზანი  და ამ მიზნის მისაღწევად უარი თქვა გარკვეულ ფუფუნების საგნებზე.

     გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვერ ვახერხებთ გარკვეული დანაზოგის გაკეთებას თუნდაც დაბალი შემოსავლის შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ დამატებით შემოსავალზე ან სამსახურის შეცვლაზე და პროფესიილ განვითარებაზე. გვახსოვდეს, რომ სესხი გამოსავალი არაა!

     ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანის უფლება - ვეცადოთ გავზარდოთ შემოსავალი და ვისწავლოთ ცხოვრება საკუთარი ხელფასით. დაბალი შემოსავლის შემთხვევაშიც შესაძლებელია გარკვეული დანაზოგის გაკეთება. სისტემატიურად ფულის დაზოგვის შედეგ ადამიანს შეუძლია იყიდოს სასურველი ნივთი ან მომსახურება, ასევე გადალახოს უსიამოვნო მემონტები ცხოვრებაში ან საერთოდ გაუმკლავდეს დროებით უმუშევრობას.

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...