ლარის კურსის 1,65 ნიშნულზე დაბრუნება შესაძლებელია
2016-12-18
ლარის კურსის 1,65 ნიშნულზე დაბრუნება შესაძლებელია

რომან გოცირიძის, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც 2017 წლისათვის დადგინდა, "ოცნების სასაფლაოა", სადაც მესაფლავის როლი ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეუქცევადმა პროცესმა ითამაშა.

ბატონი რომანი აკაკი ზოიძის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ 2017 წლის ბიუჯეტს "ტაძრამდე მივყავართ".

„ამ ბიუჯეტს ტაძრისაკენ მივყავართ, როგორც გუშინ განაცხადეს. მაგრამ ერთი კითხვა მიჩნდება: ტაძრამდე რომ მივალთ, სანთლის ფასი რა იქნება? ლარის კურსს თუ გავითვალისწინებთ, ძალიან ძვირი უნდა ღირდეს. სახელმწიფო ვალუტას მე რომ ვმართავდე, მოურიდებლად გეტყვით, რომ მისი კურსი დოლართან მიმართებით 1.65 იქნებოდა! სამწუხაროდ, ოცნების პროგრამა უკვე დასაფლავდა აქ. ეს არის ოცნებების სასაფლაო, რომელიც ამ ბიუჯეტში არის წარმოდგენილი იმიტომ, რომ რეალურად ლარმა ითამაშა მესაფლავის როლი...“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...
Fitch-მა ქართულ ბანკებს...
Fitch-მა ქართულ ბანკებს... რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების...