საქართველოს მთავრობის 27 მცდარი განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით
2016-12-25
საქართველოს მთავრობის 27 მცდარი განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით

ლარმა გაუფასურება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც დოლარის მიმართ მისი კურსი 1.66 იყო, ეს პროცესი 2013 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც გაუფასურების პირველი ეტაპი დასრულდა, ეროვნული ვალუტის კურსი 1.75 -ზე გამყარდა. გაუფასურების მომდევნო ტალღა 2015 წლიდან დაიწყო და ის გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა, ამ დროს დაფიქსირდა იმ დროისათვის რეკორდული მაჩვენებელი - 2.50! ცოტა ხნის შემდეგ ლარი ასე თუ ისე ამყარდა და 2.13 -მდეც ჩამოვიდა, მაგრამ გაუფასურება მალევე დაიწყო და დღეს 2.72 -მდეა ასული.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა უამრავ განცხადებას აკეთებს, მათი უმრავლესობა კი მცდარი და არაკომპეტენტურია. გთავაზობთ 27 ყველაზე მცდარ განცხადებას:

 

ლარის კურსი: 1.75

7 თებერვალი, 2014

  • ნოდარ ხადური – ლარის კურსის გაუფასურება დროებითი პროცესი იყო.

 

ლარის კურსი: 1.7

10 თებერვალი, 2014

  • ნოდარ ხადური – მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ხელოვნური აჟიოტაჟის გამოწვევა არ იყო საჭირო და ეს იყო დროებითი მოვლენა.

 

ლარის კურსი: 1.84

1 დეკემბერი, 2014

  • გიორგი კვირიკაშვილი – ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საპანიკო არ არის.

 

ლარის კურსი: 2.01

6 დეკემბერი, 2014

  • ნოდარ ხადური – მე იმედი მაქვს, რომ პიკზეა ასული გაცვლითი კურსი და მომავალი კვირის განმავლობაში დასტაბილურდება და შესაძლებელია ქვემოთ დაიწიოს.

 

ლარის კურსი: 1.89

10 დეკემბერი, 2014

  • ნოდარ ხადური – ლარის კურსი კიდევ უფრო ქვემოთ არის ჩამოსული, აჟიოტაჟი ჩაცხრა. რასაც ჩვენ ვამბობდით, კურსი ნელ-ნელა დასტაბილურდა და ქვემოთ მოიწევს.

 

ლარის კურსი: 1.91

18 დეკემბერი, 2014

  • ირაკლი ღარიბაშვილი – ლარის კურსზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

ლარის კურსი: 1.99

27 იანვარი, 2015

  • ნოდარ ხადური – ლარი ინარჩუნებს პოზიციებს.

 

ლარის კურსი: 2.01

28 იანვარი, 2015

  • ბიძინა ივანიშვილი – ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც “რუსთავი 2″ ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია.

 

ლარის კურსი: 2.17

22 თებერვალი, 2015

  • გიორგი კვირიკაშვილი – ქამრების შემოჭერა, ეს არის ის პირველი ადეკვატური ნაბიჯი, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა ამ საკურსო ცვლილების გამო. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. პირველ რიგში, ეს არის მორალური ნაბიჯი, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ეკონომიკის კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ მეტი ჟანგბადი დავუტოვოთ ბიზნესს. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებზე გათვლილი გეგმა, რაც ნამდვილად მოიტანს ხელშესახებ შედეგს. არ უნდა ვიყოთ პესიმისტურად განწყობილნი, არ გვაქვს ამისი არანაირი საფუძველი.

 

ლარის კურსი: 2.23

26 თებერვალი, 2015

  • ირაკლი ღარიბაშვილი – მთელი მთავრობა მობილიზებულია. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ეროვნულ ბანკთან. მიმაჩნია, რომ მართლაც ხელოვნურად იყო შექმნილი ისტერიკა და შოუების საკეთებელ თემად გადაიქცა.

 

ლარის კურსი: 2.23

2 მარტი, 2015

  • ნოდარ ჯავახიშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი “ნაციონალების” მოსყიდულია. ბიძინას განცხადების შემდეგ პანიკა ჩაცხრა, ხალხი დამშვიდდა და კურსმა გამყარება დაიწყო. ბიძინამ ის თქვა, რაც რეალობაა. ლარის კურსის გაუფასურება ნოემბრიდან დაიწყო. იცი რა გააკეთა ქადაგიძემ მაგ დროს? მიმოქცევაში ისედაც ჭარბი რაოდენობის ლარი იყო, ადგა და კომერციული ბანკების დაკრედიტება 350 მილიონიდან 700 მილიონ დოლარამდე გაზარდა.

 

ლარის კურსი: 2.23

27 მარტი, 2015

  • ნოდარ ხადური – შიდა შოკები მადლობა ღმერთს არა გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები. და ეს პატარა, ასე ვთქვათ შოკუნიები, არის სურვილი ჩვენი ოპონენტების – ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას.

 

ლარის კურსი: 2.28

აპრილი, 2015

  • ნოდარ ხადური – ჩვენ ვმუშაობთ, კომუნიკაცია გვაქვს ეროვნულ ბანკთანაც და მე იმედი მაქვს, რომ ეს დროებითი მოვლენა იყო და კურსი დასტაბილურდება.

 

ლარის კურსი: 2.32

30 აპრილი, 2015

  • გიორგი კვირიკაშვილი – არის პატარა ცვლილებები, მაგრამ ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, ვიფიქროთ, რომ ყველა ლოგიკით ეროვნული ვალუტის გამყარება უნდა დაიწყოს.

 

ლარის კურსი: 2.36

14 მაისი, 2015

  • გიორგი კვირიკაშვილი – აუცილებლად მოხდება დასტაბილურება, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ გამორიცხავს რყევებს ორივე მიმართულებით, რასაც დღეს ადგილი აქვს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეს იქნება აუცილებლად პოზიტიური ტენდენცია და ეს უკვე გამოიხატება ზაფხულის პერიოდში.

 

ლარის კურსი: 2.27 

22 მაისი, 2015

  • ნოდარ ხადური – ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დღეში 5-6 თეთრით გაუფასურდა ლარი, მაშინაც ვთქვი, რომ ეკონომიკური ფაქტორები ამოწურული იყო და ეს ალბათ იყო უფრო აჟიოტაჟური სიტუაცია. ეს დადასტურდა.

 

ლარის კურსი: 2.32

19 აგვისტო, 2015

  • ირაკლი ღარიბაშვილი – სპეკულაციები მიმდინარეობს, კრიზისული პერიოდი გადავიარეთ.

 

ლარის კურსი: 2.41

25 აგვისტო, 2015

  • ირაკლი ღარიბაშვილი სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მთავარია, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ.

25 აგვისტო, 2015

  • ნოდარ ხადური – ადგილი აქვს გარკვეულ სპეკულაციურ მოვლენებს ბაზარზე და კურსი აუცილებლად დასტაბილურდება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული.

 

ლარის კურსი: 2.44

21 სექტემბერი, 2015

  • ირაკლი ღარიბაშვილი – როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ასევე ფინანსთა მინისტრის პროგნოზებით, ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადიან პერსპექტივაში.

 

ლარის კურსი: 2.46

22 იანვარი, 2016

  • გიორგი კვირიკაშვილი – აქ არაფერი საგანგაშო ნამდვილად არ არის, ჩვენ ნამდვილად გვაქვს ყველა მიზეზი იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი. საქართველოში წელს იქნება საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა და ჩვენ ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავთ იმისას, რომ ნეგატიურს ვხედავდეთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

 

ლარის კურსი: 2.46

29 იანვარი, 2016

  • ნოდარ ხადური – ლარზე დამატებით დაწოლას არ მოველით. საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები. მინდა გითხრათ, რომ შიდამაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი და გაუარესებული, ისევე როგორც ბიუჯეტი და სახაზინო ოპერაციები არ ახდენს დაწოლას გაცვლით კურსზე.

 

ლარის კურსი: 2.49

16 თებერვალი, 2016

  • ნოდარ ხადური – მე მინდა, გითხრათ, რომ კურსის მკვეთრ ცვლილებას დევალვაციის კუთხით არ ველოდებით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა შეიმჩნევა. უკვე იმედი გვაქვს, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში საკმაოდ სერიოზულ გამყარებას ველოდებით.

 

ლარის კურსი: 2.14

3 ივნისი, 2016

  • დიმიტრი ქუმსიშვილი – დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტითაც და ზოგადად, ეკონომიკაში მუდმივად რაც მეორდება, იმის მიხედვით, ლარი ნამდვილად გამყარდება.

 

ლარის კურსი: 2.33

28 სექტემბერი, 2016

  • დიმიტრი ქუმსიშვილი – მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ვალუტის კურსი იქნება სტაბილური, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, თუმცა ის იქნება სტაბილური.

 

ლარის კურსი: 2.35

13 ოქტომბერი, 2016

  • ნოდარ ხა
სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...