რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას
2016-12-26
რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას

     ჩვენს ქვეყანაში საშუალოდ ყოველი მესამე ადამიანი მიმართავს ბანკს სესხის თაობაზე. რეკომენდირებულია მინიმალურ დონეზე მაინც იყოთ ინფორმირებული წინასწარ, სანამ ზელს მოაწერთ გაუგებარ ან წინასწარ გათვლილ წამგებიან ვალდებულებას.

     სესხის ხელშეკრულება: რა თვისებებით განსხვავდება ეს დოკუმენტი

     თუ განვიხილავთ ამ ხელშეკრულებას იურიდიული კუთხით, ეს არის ბანკის ანუ კრედიტორის და მსესხებლის შეთანხმება გარკვეულ თანხაზე, წინასწარ განსაზღვრული პირობებში დაბრუნების თაობაზე. ხელშეკრულებაში აუცილებლად გარკვეულად გაწერილი უნდა იყოს:

- საკრედიტო საქმიანობის ვადა;

- სესხის სრული მოცულობა: მათ შორის ძირი თანხა, ბანკის საკრედიტო სარგებელი და ყველა დამატებითი გადასახადი; 

- წინასწარ შეთანხმებული დღე, როდესაც კლიენტი ვალდებულია გადაიხადოს ყოველთვიური შენატანი;

- აქვს თუ არა ბანკს უფლება შეგიცვალოთ საპროცენტო განაკვეთი;

- სესხის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში პირგასამტეხლოს არსებობა;

- სესხზე დადგენილი საპროცენტო განაკვეთი;

- გიორაოს არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მასზე.

     ყველა ეს პუნქტი სტანდარტულია და მათ ბანკის თანამშორბლები აცნობენ კლიენტს წინასწარ. მაგრამ ბანკის ხელშეკრულება შეიძლება იყოს არასტანდარტული, ხშირ შემთხვევაში ბანკის თანამშრობელიც კი არაა ინფორმირებული ამის შესახებ. ამიტომ რეკომენდირებულია არ მოაწროთ ხელი ხელშეკრულებას, რომელიც გარკვევით არ იკითხება ან დაწერილია პატარა შრიფტით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გარკვეული დაკომისიო ან რაიმე დამატებითი გადასახადი დაგაკისროთ ბანკმა სამომავლოდ, თქვენ კი ხელშეკრულების საფუძველზე მოგიწევთ მისი გადახდა.

    მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ კლიენტი ხელს მოასწერს დოკუმენტს და შემდეგ შეამჩნევს მისთვის რაიმე არახელსაყრელ პირობებს ბანკების იშვიათად თანხმდებიან ხელშეკრულების ცვლილებას. ამიტომ ფრთხილად!

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
რეკლამები, რომლებმაც ბანკის...
რეკლამები, რომლებმაც ბანკის... საბანკო კომპანია "Washington Mutual" ბაზარზე ჯერ კიდევ მე-19...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...