საბანკო ექსპერტი: "13-14 იავნრამდე ლარი გამყარდება!"
2016-12-28
საბანკო ექსპერტი: "13-14 იავნრამდე ლარი გამყარდება!"

როგორც საბანკო ექსპერტი, დავით ასლანიშვილი, კომერსანტ.ჯი -სთან კომენტარში აცხადებს, 13-14 იანვრამდე ლარი დოლართან მიმართებით 2.5-2.6 კურსამდე გამყარდება.

როგორც ვხედავთ, ბოლო ორი დღეა ლარის კურსი მყარდება, ექსპერტის განმარტებით ეს მოვლენა რამდენიმე ფახტორითაა განპირობებული. კერძოდ, რეფინანსირების სესხების კურსში ასახვა, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია და ახალი წლის პერიოდში გააქტიურებული ვალუტის შემოდინება.

„ეროვნულმა ბანკმა, რამდენიმე დღის წინ 40 მილიონი დოლარის ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ბაზრიდან დაახლოებით 100 მილიონი ლარი ამოიღო. ამას ემატება ის, რომ ბიუჯეტი შესრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტს აწყობდა, რომ კურსი ასე დაცემულიყო, რათა ადვილად შევსებულიყო. როგორც ვიცი დღგ-ს ნაწილში პრობლემა არსებობდა. საუბარი იყო 600 მილიონიან დანაკლისზე. კურსთა შორის სხვაობით კი გადაბალანსდა მინუსები გრანტებშიც და სხვა დარგებშიც. ამას ემატება საახალწლო პერიოდი და ამ დროს გააქტიურებული სავალუტო შემოდინებები. ამ რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია მოკლევადიანი ტრენდი -ლარის მოკლევადიანი გამყარება"-აცხადებს ასლანიშვილი.

მისი პროგნოზით, ქართული ვალუტა 13-14 იანვრამდე გამყარდება და ამ დროისათვის მისი დოლართან გაცვლის კურსი 2.5-2.6 იქნება.

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...
Fitch-მა ქართულ ბანკებს...
Fitch-მა ქართულ ბანკებს... რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების...