პრაქტიკული რჩევები ვალუტის გაცვლისას
2017-01-10
პრაქტიკული რჩევები ვალუტის გაცვლისას

     ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი განსაკუთრებით არასტაბულირია. ასეთ სიტუაციებში ექსპერტები ყოველთვის გვირჩევენ რომ პანიკას არ ავყვეთ. მაგრამ როდესაც საქმე ეხება საკუთარი დანაზოგს, რთულია არ ინერვიულო. kredito.ge წარმოგიდგენთ რამოდენიმე რჩევას, როგორ გადავცვალოთ მომგებიანად თანხა.

   გადაახურდავეთ დიდი კუპიურა. 

  თუ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს გარე რეკლამაზე მითითებული აქვს კარგი კურსი, ეს სულაც არ ნიშნავს რომ აქ თანხის გადახვლა მომგებიანი ოპერაცია იქნება თქვენთვის. ამიტომ პირველ რიგში რეკომენდირებულია პირველ რიგშ მოლარესთან გადავამოწმოთ კურსი კიდევ ერთხელ სანამ შეძენა/გაყიდვის ოპერაციას დაიწყებთ. ხშირად ბანკებს სპეციალური აქციებიც კი აქვთ $ 5,000-10,000 თანხებზე.

  მაგრამ სხვადასხვა ტიპის თაღლითობისაგან დაზღვეული მაინც არ ხართ, ამიტომ მსგავსი ოპერაციების ბანკის ფილიალში გაკეთება რეკომენდირებულია.

   გადაცვალეთ ვალუტა დილით ან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

  ყველაზე ხელსაყრელი დრო ვალუტის ყიდვა/გაყიდვისათვის დღისით სამუშაო დღეებშია. ამ დროს ბანკები ადგენენ დღის სავალუტო კურსს, რომლის ცვლილებაც იშიათად ხდება დღის განმავლობაში. ასევე სავალუტო ბირჟა არ მუშაობს შაბათ-კვირას.

   გამოიყენეთ ინტერნეტ ბანკი.

  ბანკების უმეტესობას ინტერნეტ ბანკის კურსი ბევრად მაღალი აქვს, ვიდრე სალაროში. ამას კი რამოდენიმე ახსნა აქვს: პირველი - ბანკს არ უწევს ამ ოპერაციაზე ხარჯები (ტრანსპორტირება, დათვლა და სხვა), მეორე - ამაზე თანამშორომლის დრო არ იხარჯება. ასე რომ ეს პროცედურა როგორც ბანკისათვის, ასევე თქვენთვისაც მომგებიანია.

   გადაცვალეთ ვალუტა წლის დასაწყისში.

  ეს ვარიანტი მათთვისაა, ვინც ცვლის ვალუტას გრძელვადიანი მიზნებისათვის. ექსპერტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ ლარი ოქტომბერში უფრო ძვირია წლის დასაწყისთან შედარებით. ამის ანალიზი თქვენც შეგიძიათ საკმაოდ მატივად გააკეთოთ... 

  მაგრამ გასათვალისწინებელია რომ ზოგადად ვალუტით მსგავსი ოპერაციების განხორციელებას სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ჭირდება სავალუტო ბირჟაზე, სადაც მსგავსი პერაციების შედეგეად ბროკერები საკამოდ კარგ თანხებს გამოიმუშავებენ.

სპონსორი
moneza.ge
შემოგვიერთდი ფეისბუქზე
სპონსორი
netcredit.ge
პოპულალური სიახლეები
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...
9 ფინანსური შეცდომა, რომელსაც...      ბავშვის აღზრდა მშობლების საქმიანობაში...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა...
ამერიკაში ინტერნეტ-რეკლამა... 2010 წლის მესამე კვარტალში ამერიკულმა კომპანიებმა...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს...
ხუთი რამ, რის გამოც არ ღირს... 1. პროდუქტები, ჩასაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი...
Google-მა რეკლამის ახალი ფორმატი... Google-მა წარმოადგინა პროგრამა Product Ads, რომელიც...
Fitch-მა ქართულ ბანკებს...
Fitch-მა ქართულ ბანკებს... რომელი ბანკები ელოდებიან რეიტინგების...